მერი ბიწაძის კრებულის – „ჯვარცმული ლექსის” გამოცემით პოეტის მეორე სიცოცხლე დაიწყო
სახელგანთქმულმა სოფელმა კარდენახმა, რომელმაც ქართულ სიტყვას მოუვლინა უნიჭიერესი პოეტი იოსებ ნონეშვილი, ამ დღეებში სასტუმრო „ამპელოში” უმასპინძლა დასავიწყებლად განწირული პოეტის მერი ბიწაძის (1929-2006) წიგნის „ჯვარცმული ლექსის” წარდგენას. ეს იყო გვიანი გახსენების და სინანულის საღამო, რომლითაც მადლიერმა სოფელმა პატივი მიაგო ქალბატონი მერი ბიწაძის ხსოვნას, ვინც თავისი არსებობით და ლექსებით სოფლის ნამდვილ განძს განასახიერებდა.
მისი სიცოცხლის ბოლო წლები ურთულეს დროს დაემთხვა და ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო სოფელმა ვერ გამოავლინა ის ყურადღება და ზრუნვა, რომელსაც იგი ჭეშმარიტად იმსახურებდა. 17 წელი გავიდა მერი ბიწაძის გარდაცვალებიდან, ლამის დაიკარგა და გაჩანაგდა მისი საფლავი, რომელიც ბოლო წლებში კარდენახელი ჭუჭულაშვილებისა და ფრიდონაშვილების ოჯახების შემწეობით შემოიღობა და გაქრობის საშიშროებას გადაურჩა.
წლეულს მერი ბიწაძის პოეტური კრებული წიგნად გამოსცა (გამომცემლობა „მწიგნობარი”) კარდენახელმა ჟურნალისტმა და არტკრიტიკოსმა გიორგი ლალიაშვილმა. წიგნის წარდგენა 18 ოქტომბერს უკვე შედგა თბილისში, მწერალთა სახლში (მაჩაბლის №13). ამჯერად კი მშობლიურმა სოფელმა აღნიშნა ამ წიგნის გამოსვლა. სასტუმრო „ამპელოს” არტჰოლში შეკრებილმა საზოგადოებამ გულწრფელად გაიზიარა ის სიხარული, რაც აღნიშნული წიგნის გამოცემამ აღძრა ადამიანთა გულებში.
როგორც „ბიბლიაში” წერია: „… არს ჟამი ქვათა გაფანტვისა და არს ჟამი შეკრებად ქვათა”, გვიან მაგრამ მაინც დადგა გაფანტულის, დასაკარგად განწირულის შეკრების ჟამი და დღეს ხელთ გვაქვს დაუვიწყარი პოეტის ლექსები, რომელთა გარეშე სრული ვერ იქნება ქართული პოეზიის უვრცესი ლანდშაფტი.

შეკრებილი საზოგადოების წინაშე მერი ბიწაძის „ჯვარცმული ლექსი” წარადგინა იოსებ ნონეშვილის მუზეუმის დირექტორმა თამარ დურგლიშვილმა, რომელმაც სიტყვით გამოთქვა მთელი სოფლის სიხარული და სიამაყე, რომ ამიერიდან მერი ბიწაძის სახელს ბინდი მოშორდა და მომავალი თაობა კიდევ უფრო იამაყებს მისი პოეტური დანატოვრით.
სინანულის და მადლიერების სიტყვებით წარდგნენ აუდიტორის წინაშე პოეტის თანასოფლელები და მისი ნიჭიერების სიცოცხლეშივე მცნობი და დამფასებელი ადამიანები: მარინა დოლენჯაშვილი, ლია ხატიაშვილი, მარინე ჭუჭულაშვილი, ნინო კორკოტაშვილი, ზურაბ ბეროზაშვილი, მარინე ზარდიაშვილი, გიორგი ლალიაშვილი, თინათინ არდაზიშვილი.
წიგნის რედაქტორმა, ცნობილმა პოეტმა და ჟურნალისტმა, ფილოლოგიის დოქტორმა თამარ შაიშმელაშვილმა ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე და საგულისხმო პარალელები დაინახა აფხაზეთის ომის დროს დაცხრილული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძისა და მერი ბიწაძის ლექსებს შორის.
თუკი ერთი თვის წინ „გუგლის” საძიებელში „მერი ბიწაძეს“ ჩაწერდით, არაფერი იძებნებოდა, ახლა კი უკვე არაერთგზის იხსენიება და კიდევ გამრავლდება მისი ხსენება. უკვე ერთი კვირის განმავლობაში სამი სიმღერა დაიწერა მერი ბიწაძის ლექსებზე.
„ამპელოში” შეკრებილ კარდენახელებს და მათ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ საბა და თათული ბარიხაშვილების, ცირა ჩალათაშვილისა და თევდორე კვარაცხელიას, ასევე მაია ჩუგოშვილისა და მისი მოწაფეთა კვარტეტის მიერ შექმნილი და შესრულებული სიმღერები, რომლებმაც აუდიტორიის გულმხურვალე მიღება დაიმსახურა.
მერი ბიწაძის ლექსები წაიკითხეს პედაგოგ ნინო კორკოტაშვილის მიერ მომზადებულმა კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი).

არაერთმა კარდენახელმა და მობრძანებულმა სტუმარმა სიამოვნებით შეიძინა მერი ბიწაძის კრებული, რომლიდან შემოსული თანხა მოხმარდება პოეტის საფლავზე ქვის დადგმას და მის შემდგომ კეთილმოწყობას. გადარჩენილია მისი საფლავი, მისი ლექსები, რაშიც განსაკუთრებით აღსანიშნავია აწ გარდაცვლილი კარდენახელი პედაგოგის, თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნების მერი ხოსიტაშვილის დამსახურება, ვისაც მერი ბიწაძემ სიკვდილის წინ გადასცა თავისი ლექსები. ჩემი აზრით, დროული იქნება, თუკი, კარდენახის საჯარო სკოლაში დაარსდება მერი ბიწაძის კაბინეტი, სოფლის რომელიმე სკვერს ან წყაროს თუ მიენიჭება მისი სახელი, ასევე კარგი იქნება, თუკი ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა პოეზიის დღეს, 23 მაისს ან 15 ოქტომბერს, მერი ბიწაძის დაბადების დღეს, მის საფლავზე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მისვლა…
კარდენახში მერი ბიწაძის წიგნის წარდგენას დაესწრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და სხვა ოფიციალური პირები.
და ბოლოს, მადლობა გვინდა ვუთხრათ კარდენახის სავიზიტო ბარათად ქცეულ სასტურო „ამპელოს” მთელ მენეჯმეტს „არტჰოლის” დარბაზის დათმობისთვის.
გიორგი ლალიაშვილი