სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, გოგა აფციაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის გორის ბიუროშია გადასვენებული.

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა. ეს არის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშში, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე წლის წინ დაიკავეს. ბოლი დროს ეკლესიის კარიც კი აჭედეს, იმიტომ რომ იქ არ მისულიყვნენ ადგილობრივები.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ეკლესიასთან იმყოფებოდა ადგილობრივი მცხოვრები, თამაზ გინტური, რომელიც გარდაცვლილია და მისი ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის გორის ბიუროშია გადასვენებული“,- განაცხადა აფციაურმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები