რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული და გატაცებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, გატაცებული კი ლევან დოთიაშვილია.
როგორც ცნობილი ხდება, მოკლულიც და გატაცებულიც ადგილობრივი მცხოვრებია.
ლევან დოთიაშვილი ე.წ. რუს მესაზღვრეებს ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
მის გამოსახსნელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აამოქმედა ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ ოფიციალურმა თბილისმა საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარე.