მზეზე ძლიერი აფეთქებების შედეგად, ჩრდილოეთის ციალი საქართველოშიც გამოჩნდა (ფოტო)

უშბის ფონზე 📷: თათა მერლანი

მზეზე მიმდინარე ძლიერი ამოფრქვევების გამო, დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური შტორმი ურტყამდა, რის გამოც პოლარული ციალი ისეთ ქვეყნებშიც გამოჩნდა, სადაც როგორც წესი არ ჩანს ხოლმე.
“ავრორას” ხილვა ევროპის ქვეყნებიდანაც გახდა შესაძლებელი, მათ შორის, საქართველოდანაც.

ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი – ცისფერსა და მეწამულს.

რაჭა 📷: გიორგი ხუციშვილი
უშბის ფონზე 📷: თათა მერლანი
რაჭა 📷 : გიორგი ცარციძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები