“ნაამამ წარმოუდგენელი საშინელებები გადაიტანა, დაგვეხმარეთ, ეს გოგონა სახლში დავაბრუნოთ” – რა მიმართვას ავრცელებს ისრაელის საელჩო საქართველოში 

ისრაელის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში 19 წლის ისრაელელი გოგონას შესახებ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ. 

“7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ნაამა ლევი. ჰამასმა ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ გადმოათრიეს ახალგაზრდა ქალი სისხლიანი შარვალით ჯიპის უკანა მხრიდან წინა სავარძელში და როგორ დასცინოდნენ მას ირგვლივ მყოფი პალესტინელები. ეს იყო ნაამა, 19 წლის ისრაელელი, რომელიც დიპლომატიასა და ქიმიას სწავლობდა და ახლახან დაიწყო სამხედრო სამსახური ისრაელის თავდაცვის ძალებში. ნაამამ წარმოუდგენელი საშინელებები გადაიტანა. გთხოვთ, თქვენი ხმაც შემატეთ და დაგვეხმარეთ ეს გოგონა სახლში დავაბრუნოთ”,- წერს ისრაელის საელჩო საქართველოში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები