მიხეილ სარჯველაძე: თუ ოპოზიცია გულწრფელია, ისინი არ უნდა საუბრობდნენ, სტატუსს ავანსად ვიმსახურებთ თუ დამსახურებულად

თუ ოპოზიცია გულწრფელია, ისინი არ უნდა საუბრობდნენ, სტატუსს ავანსად ვიმსახურებთ თუ დამსახურებულად,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურ კინკლაობას არ უნდა გადაჰყვეს.

“ვინც გულწრფელად გულშემატკივრობს იმ საქმეს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ უნდა გადააყოლონ პოლიტიკურ კინკლაობას ეს ყველაფერი. თუ ოპოზიცია გულწრფელია, ისინი არ უნდა საუბრობდნენ, სტატუსს ავანსად ვიმსახურებთ თუ დამსახურებულად. არ უნდა ჩეხდნენ ქვეყანას, საზოგადოებად, ხელისუფლებად და ოპოზიციად,” – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები