ირაკლი ზარქუა – გვარამიაზე: მიხვდა, რომ ის წარსული, რაც მას აქვს, არ არის საამაყო და ახლა ცდილობს, რომ ფერიცვალება განახორციელოს 

“ვაშაძე რომ ხელმძღვანელობს „ლუზერების“ პლატფორმას, იქ გაერთიანდეს, რადგან ჩვენთვის ეს და ძმანი მისნი არიან ერთი პლატფორმის, მწვალებელთა და „ლუზერთა“ პლატფორმის წარმომადგენლები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, გვარამია ცდილობს, რომ ფერიცვალება განახორციელოს.

„მიხვდა, რომ ის წარსული, ის ჩადენილი „საგმირო საქმეები“, რაც მას აქვს, არ არის საამაყო და შესაბამისად, ახლა ცდილობს, რომ ფერიცვალება განახორციელოს და ისევ გააბითუროს ჩვენი საზოგადოება, თორემ პოლიტიკაში არ იყო მანამდეც?! თვითონ ხომ წააგო და ახლა უნდა, რომ გაემიჯნოს, ახლა არ მოსწონს ჩემი ხაბე?! ახლა არ მოსწონს მელია?! ახლა არ მოსწონს გუბაზა? როგორც „ლუზერების“ პლატფორმაა შექმნილი, ვაშაძე, რომ ხელმძღვანელობს, აი, იქ გაერთიანდეს იმიტომ, რომ ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის, ეს და ძმანი მისნი არიან ერთი პლატფორმის, მწვალებელთა და „ლუზერთა“ პლატფორმის წარმომადგენლები“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები