გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, გვარამიას ხელში მომავალი მშვიდობიანი იყოს?!
“როგორ შეიძლება, გვარამიას ხელში მომავალი მშვიდობიანი იყოს?!”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებების შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, როცა გვარამია ე.წ. მედიამენეჯერი იყო, მაშინ უფრო იყო რადიკალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პოლიტიკურ პროცესებს წარმართავდა.
„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არა მარტო გვარამია, არამედ მისი თანამზრახველები პირდაპირ ამბობენ, მათი მოსვლის შემთხვევაში რა ჩატარდება ქვეყანაში – იმუქრებიან. როცა გვარამია ე.წ. მედიამენეჯერი იყო, მაშინ უფრო იყო რადიკალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პოლიტიკურ პროცესებს წარმართავდა. პირდაპირ გამოდიოდა და მითითებებს აძლევდა რადიკალურ ოპოზიციას როგორ მოქცეულიყვნენ – ეს ხალხს ახსოვს. თუ პოლიტიკაში გადაწყვეტს მოსვლას, იმაზე მეტი რა უნდა გააკეთოს?!“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.