ელისო ბოლქვაძე საქართველოში ყაზახეთის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მალიკ მურზალინს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს კულტურის დიპლომატიასა და ორი ქვეყნის პარლამენტთაშორის თანამშრომლობაზე კულტურის სფეროში.

საუბარი ასევე შეეხო ყაზახეთის პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები