რატი იონათამიშვილი – ნიკა გვარამიაზე: პოლიტიკიდან არასდროს წასულა
“ნიკა გვარამია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მაშინაც, როდესაც თითქოს მედია მენეჯერი იყო. პოლიტიკიდან არასდროს წასულა და პირიქით, ყოველთვის აქტიურ საქმიანობაში იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, “მთავარი არხის” დამფუძნებელს მედიასაშუალებისთვის პროფესიაც წართმეული ჰქონდა.
„ამ ადამიანებს კარიერის დასრულებისთვის ერთი სიტყვა ეყოფა, ეს არის 7 ნოემბერი. ესენი არიან 7 ნოემბრის შემოქმედები. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი გენერალური პროკურორი საუბრობს რაღაც სიახლეზე, მინიმუმ ძალიან უხერხულია, შეურაცხყოფა რომ არ იყოს ეს ჩვენი საზოგადოების. ძალიან კარგად იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცოდვებს და დანაშაულებს ვერ გაექცევიან, რადგან მისი შემოქმედები და ავტორები იყვნენ. ნიკა გვარამია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მაშინაც, როდესაც თითქოს მედია მენეჯერი იყო. პოლიტიკიდან არასდროს წასულა და პირიქით, ყოველთვის აქტიურ საქმიანობაში. ფაქტობრივად, მედიასაშუალებისთვის პროფესიაც წართმეული ჰქონდა, ადრე ისინი ადვოკატის, მოსამართლის პროფესიების ოკუპირებას ახდენდნენ შემდეგ უკვე ჟურნალისტის პროფესიის ოკუპირებაზე გადავიდნენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.