“ნიკა მელია ბოლოს თვითონ აღმოჩნდა პუფი” – შალვა პაპუაშვილი

“ნიკა მელია არის იმ განცხადების ავტორი, რომ ყველა, ვინც შევიდოდა არჩევნების შემდეგ პარლამენტში, იქნებოდა პუფი და ბოლოს თვითონ აღმოჩნდა პუფი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას განცხადებას.

„არასერიოზულია ხოლმე ყოველთვის მისი [ნიკა მელიას] განცხადებები და მისი არასერიოზულობის გამო არის იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის. ნიკა მელია არის იმ განცხადების ავტორი, რომ ყველა, ვინც შევიდოდა არჩევნების შემდეგ პარლამენტში, იქნებოდა პუფი და ბოლოს თვითონ აღმოჩნდა პუფი. ასე რომ, ასეთი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნიკა მელია პარლამენტში მყოფ „ნაციონალური მოძრაობას“ შემდეგნაირად მიმართავს:

„ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები