პაპუაშვილი – სააკაშვილის შეწყალების საკითხზე: ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის, მართლმსაჯულების ინტერესებს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიერ პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, არათუ – სიტყვა და პირობა ქართველი ხალხის წინაშე. რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა ის. ერთის თქმა შეიძლება, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის, მართლმსაჯულების ინტერესებს და ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა დაცინვა მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ უშუალო მსხვერპლების იმ დანაშაულებზე, რომელზეც უკვე მსჯავრდადებულია, არამედ იმ დანაშაულებზე, რომელზეც მისი საკითხი განიხილება. თუ ქალბატონ სალომეს სურს, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაუმატოს ასევე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების დაცინვა, შეუძლია შეიწყალოს, მაგრამ იმედია, რომ ამ მძიმე ნაბიჯს არ გადადგამს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.