თინა ბოკუჩავა: ნიკა მელია თუ პრივილეგიად მიიჩნევს იმ ლანძღვა-გინებასა და მუშტი-კრივს, რომელსაც პარლამენტში ვიტანთ, ძალიან უცნაური წარმოდგენები ჰქონია
ნიკა მელია თუ პრივილეგიად მიიჩნევს იმ ლანძღვა-გინებასა და მუშტი-კრივს, რომელსაც პარლამენტში ვიტანთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ძალიან უცნაური წარმოდგენები ჰქონია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ვისურვებდი, რომ ამ ისტორიულ მომენტში მეტი გონიერება გვქონდეს თუნდაც ერთმანეთის კრიტიკისას. ხატია დეკანოიძეს ცოტა ხნის წინ ამ ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მისგან ძალიან უცნაურია ბრალდებების გახმოვანება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა: “ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“, – წერს ნიკა მელია.