დავით სონღულაშვილი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წელს განხორციელებული ინვესტიციებით ნიდერლანდებმა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში პირველი ადგილი დაიკავა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ქვეყანაში მიმდინარე პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის.

მხარეებმა ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ელჩის მოადგილე – მორის პაულუსენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები