თეონა აქუბარდია: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„მაქვს ევროკავშირის პარტნიორების მოლოდინი და იმედი, რომ ისინი ქართველ ხალხს არ ეტყვიან უარს ამ კრიტიკულ დროს, რადგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობას აძლიერებს და ევროკავშირსაც აძლიერებს არა მხოლოდ საქართველოში, მთლიანად ჩვენს რეგიონში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპული მომავლის მისამართით და ამ მოცემულობაში ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები