ნიკოლოზ სამხარაძე: ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით, იმედს გვაძლევს, რომ ევროკომისიის შეფასება იქნება დადებითი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს.

„ჩვენ ვართ საკმაოდ იმედიანად განწყობილი და გვგონია, რომ ეს ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ ბოლო წლინახევრის განმავლობაში გადავდგით, მათ შორის, ის ნაბიჯები, რომლებიც ბატონ ბორელის ვიზიტის შემდეგ გადაიდგა, გვაძლევს ძალიან მყარ საფუძველს და იმედს, რომ ევროკომისიის შეფასება იქნება დადებითი და გაიცემა რეკომენდაცია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები