ირაკლი კობახიძე: განსხვავებით „ენჯეოებისგან“, რომლებიც ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ეს არის არასწორი ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ. ათეულობით ვიზიტი განხორციელდა ბრიუსელში პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირების დონეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, თუ რას აკეთებს მთავრობა იმ დროს, როდესაც „ენჯეოები“ აქტიურად დადიან ევროპაში და მართავენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეხვედრებს.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ. ათეულობით ვიზიტი განხორციელდა ბრიუსელში პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირების დონეზე და განსხვავებით „ენჯეოებისგან“, რომლებიც ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის არსებითი განსხვავება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები