პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო

პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო.

დაპირისპირების მიზეზი ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ სესიაზე ორი დღის წინ გააკეთა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სამარცხვინოა, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები იმ ფონზე იხილებოდეს, როცა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტს ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს.

“სამარცხვინო კაცი ხარ, გადადექი!“, –  მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელისაშვილს   სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები