ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ღაზაში მიმდინარე ომმა არ უნდა გამოიწვიოს უკრაინის მხარდაჭერის უნარის შესუსტება.
მისივე თქმით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი მშვიდობას გეგმავს.
„ტანჯვა, რომელიც ბოლო კვირებში გადავიტანეთ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა საკითხის გრძელვადიანი, პოლიტიკური სამშვიდობო გადაწყვეტისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვირჩევთ ერთდროულად მხოლოდ ერთ კრიზისთან გამკლავებას. ღაზაში ომმა არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი ნებისა და უკრაინის მხარდაჭერის უნარის შესუსტება. ზამთარი ახლოვდება და ჩვენ უნდა ველოდოთ ახალ თავდასხმებს ენერგომომარაგებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი მშვიდობას გეგმავს. პირიქით, უფრო მეტ ომს გეგმავენ.
ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს მეტ იარაღს. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკრაინაში მშვიდობა მინდა. პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ომის შეჩერება დღეს. მეზობელზე თავდასხმის შეწყვეტით. უკრაინას ეს ვარიანტი არ აქვს. თუ უკრაინა საკუთარი თავის დაცვას შეწყვეტს, ის ოკუპირებული იქნება. და ოკუპაცია არ არის მშვიდობა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.