რატი ბრეგაძე: ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია.
მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, გაუუქმდა თუ არა ოთარ ფარცხალაძეს პასპორტი და ცესკო-ს მონაცემთა ბაზაში იძებნება თუ არა, როგორც მოქალაქე.
„ცესკო-ს მონაცემებზე ვერ გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება იმ აუცილებელ პროცედურებს, რომელიც უნდა განახორციელოს იუსტიციის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც პირს უწყდება მოქალაქეობა, ყველა საჭირო პროცედურა არის განხორციელებული, შემიძლია, დაგიდასტუროთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.