„აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს ოპოზიციაში, ნუ მოუწოდებენ პრეზიდენტს – გააგრძელოს შეცდომით სვლა“ – მიხეილ სარჯველაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციამ სერიოზული შეცდომა დაუშვა.
“ოპოზიციამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე დაუშვა სერიოზული შეცდომა. არ ვიცი, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ თუ უბრალოდ არ წაიკითხეს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, როდესაც დაუპირისპირდნენ არა ხელისუფლებას, არამედ დაუპირისპირდნენ ევროკავშირს.
ჩვენ გვაქვს ევროპულ სტანდარტებთან უფრო დაახლოებული კანონი და ალბათ უმჯობესია, ამაზე თავი შეიკავონ, აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს ოპოზიციაში და ნუ მოუწოდებენ პრეზიდენტს გააგრძელოს შეცდომით სვლა”, – განაცხადა სარჯველაძემ.