2 ნოემბერს, „მინისტრის საათის” ფარგლებში, პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს.
პარლამენტის ინფორმაციით, 2 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის” ფარგლებში, პარლამენტის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააცნო.
ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.