სალომე ზურაბიშვილი: კანდიდატის სტატუსზე უარი რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი CBS NEWS-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ საქართველო ევროკავშირისგან სტატუსს ვერ მიიღებს, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება.

კითხვაზე – რა მოხდება, თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს?

პრეზიდენტი პასუხობს: ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება.

კითხვაზე – ფიქრობთ, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი, აშშ საკმარისად გულისხმიერი და მხარდამჭერია ამ მომენტში საქართველოს მიმართ? სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული მაგალითი მოჰყავს.

“ასე არ ვფიქრობ და მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე 5 წელია, პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები – იქნებოდა ეს [აშშ-ის] პრეზიდენტთან, თუ ვიცეპრეზიდენტთან… სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო”, – ამბობს პრეზიდენტი.

კითხვაზე – რისი აღიარება?

პრეზიდენტი ამბობს – “აღიარება იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ეს ის რიტორიკა, რომელსაც აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, თუმცა, ამის გამეორება უმაღლეს დონეზე საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანი იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები