ალექსანდრე რაქვიაშვილი: ორივე მხარე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას
“გირჩის” ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ორივე მხარე, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ცდილობს.
“როცა სტატუსის მინიჭების ალბათობა არ იყო მაღალი, „ქართული ოცნება” ამბობდა, რომ სტატუსი ფორმალობაა და ეს არაფერს არ ნიშნავს, ოპოზიციის ნაწილი ამბობდა, რომ ეს გრანდიოზული წინსვლაა. როგორც კი აღმოჩნდა, რომ სტატუსის მინიჭების ალბათობა გაიზარდა, ახლა “ოცნება” ამბობს, რომ ეს არის ძალიან მაგარი რაღაც და ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ არის მნიშვნელოვანი, რაღაც რეფორმებია საჭირო და ა.შ. საბოლოოდ, გასაგებია, რომ ორივე მხარე, პროცესის მონაწილეები, თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ცდილობენ”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.