ალუდა ღუდუშაური: ოპოზიცია ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გააუბრალოოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გააუბრალოოს.
“ცდილობენ, გააუბრალოონ მთელი ეს პროცესი და უპირობოდ ითხოვენ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ყოველივე. კარგად გვახსოვს მათი მსჯელობები და ზრახვები, რომ კანდიდატის სტატუსის უარის შემთხვევაში, აქ აპოკალიფსს, არეულობას მოაწყობდნენ და რომ სტატუსი მნიშვნელოვანი იყო. ახლა ცდილობენ, ეს პროცესი გააუბრალოონ”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.