რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია სრულ აგონიაშია ჩავარდნილი
“სრულ აგონიაშია ჩავარდნილი რადიკალური ოპოზიცია, ვინაიდან კანდიდატის სტატუსს ისინი აღიქვამდნენ და კიდევ აღიქვამენ საფრთხედ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, სასარგებლო პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მარტივად გააკეთოს არჩევანი.
“ამ ადამიანების უბედურება არის ის, რომ ქულების დაწერას უწოდებენ კანდიდატის სტატუსს, ანუ რაც ჩვენთვის იყო სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა, მათთვის იყო ქულების დაწერის ამოცანა, ოღონდ ხელი რომ შეეშალათ ამ პროცესისთვის. ხელი ვერ შეუშალეს, ვერც შეუშლიან და ახლა საკუთარ ლუსტრაციას ახდენენ. ვფიქრობ, სასარგებლო პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ მარტივად გააკეთოს არჩევანი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დღეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.