დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. კანონპროექტი სხდომაზე პირველი მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტში ცვლილება განპირობებულია საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხის, ასევე მათი განკარგვის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობით.
„შიდა საზღვაო წყლებში ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მშენებლობის შესახებ რეგულაციები არ გვაქვს. საზღვაო სივრცის შესახებ კანონი ასეთ რეგულაციას გვთავაზობს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მაგრამ საზღვაო 12 მილის აკვატორიაში ეს არ არის რეგულირებული. აქედან გამომდინარე, შიდა საზღვაო წყლებში წესდება ის რეგულაცია, რაც არის ეკონომიკურ ზონაში. ცვლილების შედეგად, იქმნება ასეთი კუნძულების მშენებლობის, ექსპლუატაციაში მიღების და მათი განკარგვის შესაძლებლობა”, – განაცხადა მომხსენებელმა.