ელისო ბოლქვაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
„საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტს შორის მემორანდუმი ბაქოში გაფორმდა. შეხვედრაზე მემორანდუმის მომავალ სტრატეგიულ განვითარებაზე ვიმსჯელეთ”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.