გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: წლების განმავლობაში ეს ხალხი დასავლეთში დადიოდა და ქვეყანას აშავებდა

„რადიკალურ ოპოზიციაში დიდ გლოვას და არეულობას ვხედავთ”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ოპოზიცია დასავლეთში დადიოდა და ქვეყანას აშავებდა.

“ერთმანეთს ასწრებენ, ვინ უფრო წინასწარ გულწრფელი აღმსარებელი იქნება, ვინ უფრო აშავებდა საქართველოს პარტნიორებთან ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში. წლების განმავლობაში ეს ხალხი დასავლეთში დადიოდა და ქვეყანას აშავებდა. ამას ჩვენ ვამბობდით და ორმა ოპოზიციონერმა დაადასტურა. ამ ყველაფერს საია-ს ყოფილი თავმჯდომარეც დაეთანხმა და თქვა, თურმე, ოპოზიციის მიზანი სტატუსის არმიღება ყოფილა და მიღება ოპოზიციას დაანგრევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები