“აფხაზეთის აღმოსავლეთით აფხაზურ-ბელარუსული პროექტის შექმნაზე მიდის მუშაობა” – არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სამთავრობო დელეგაცია მინსკში იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, შს მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, კულტურის მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

როგორც ორი დღის წინ ბელარუსელ ტელეწამყვანთან ინტერვიუში ინალ არძინბამ თქვა, “აფხაზეთი დაინტერესებულია ბელარუსთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდით”.

მისი თქმით, “რესპუბლიკიდან მინსკში უკვე გადის ღვინო, ლიმონათი და წყალი. გაიხსნა სავაჭრო სახლი “აფხაზეთი”.

თავის მხრივ, “აფხაზეთი დაინტერესებულია ბელარუსიიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და რძის პროდუქტების იმპორტით”.

არძინბას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროში, კერძოდ, “აღმოსავლეთ აფხაზეთში ერთობლივი აფხაზურ-ბელარუსული პროექტის შექმნაზე”.

მისი თქმით, მხარეები დაინტერესებულნი არიან კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის განვითარებით.

„დარწმუნებულები ვართ, რომ შემუშავდება პოტენციურად ეფექტური, პროდუქტიული უწყებრივი სამოქმედო გეგმები“, – თქვა ინალ არძინბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები