გიორგი ვოლსკი: მანიფესტაციის შესახებ კანონი განპირობებულია იმ საფრთხეებით, რომელიც საკმაოდ თვალხილული იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, კანონი განპირობებულია იმ საფრთხეებით, რომელიც აშკარა იყო.

“მანიფესტაციის შესახებ კანონი განპირობებულია იმ საფრთხეებით, რომელიც საკმაოდ თვალხილული და აშკარა იყო. ის საფუძველიც, რაც რევოლუციის გარემოს შექმნას ხმარდებოდა რადიკალური ოპოზიციის მიერ, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები