მიხეილ სარჯველაძე: ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავისი ვეტოთი აღმოჩნდა იმ პოზიციებზე, რომელიც უსაფრთხოდ მანიფესტაციის ჩატარების პოზიციას უტევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
“ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავისი ვეტოთი აღმოჩნდა იმ პოზიციებზე, რომელიც უსაფრთხოდ მანიფესტაციის ჩატარების პოზიციას უტევს. ამით ძალაუნებურად ექცევა იმ პოზიციაზე, რომელიც გულისხმობს რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის ქვეყანაში პლაცდარმის შექმნას. რასაკვირველია, ეს სასურველი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ, ეს ვეტო გასაზიარებელი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.