ირანის არმიამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ირანის არმია სახმელეთო ძალების ყველა ქვედანაყოფთან ერთად ისპაანის პროვინციაში, ქვეყნის ცენტრში ორდღიან წვრთნებს იწყებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, წვრთნების ფარგლებში Almas-ის და Dehlaviyeh-ის ტიპის გაუმჯობესებული რაკეტები გამოცადეს, რომლებიც 8-იდან 20 კილომეტრის მანძილზე არსებული სამიზნეებისკენ გაუშვეს.

როგორც ირანის საჰაერო ძალების მეთაური, იუსეფ გორბანი აცხადებს, წვრთნებში მონაწილეობას იღებენ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებული ვერტმფრენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები