მედიის ცნობით, ეგვიპტეში, ისრაელის საზღვართან სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

წუხელ ეგვიპტეში, ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ტაბაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ღაზას სექტორში მიმდინარე ესკალაციის ფონზე, ტაბას რაკეტამ დაარტყა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა“, – იტყობინება ტელეკომპანია AlQahera News-ი.

არსებული ინფორმაციით, რაკეტა საავადმყოფოს შენობას მოხვდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს დაზიანებული სახლი და განადგურებული ავტომობილები. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები