“Mona. ge-ის პლატფორმა არ მომწონს” – ალეკო ელისაშვილი
„ეს პლატფორმა და აზრი არ მომწონს, რადგან არ ვიცი, ამით რისი მიღწევა უნდათ. რუსეთიდან რომ ფული გერიცხება, თან სოლიდური და გაუგებარი თანხა, ეს ვითომც არაფერია, ამ დროს კი, სხვას ედავები რუსეთთან ურთიერთობას, ჩემთვის ეს გაუგებარია“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ „დროასთან“ ერთად შექმნა მონა.ჯის პლატფორმა, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.
„ხელისუფლება იმდენ რამეზეა საკრიტიკებელი და იმდენი ვინმე შეიძლება, ვამხილოთ, ამ ფორმით ცოტა გაუგებარია. ოპოზიცია ცოტა სხვაგვარად უნდა იბრძოდეს, ეს ის გზა და მეთოდი არ არის, რაც ჩემთვის მისაღებია“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა “პირველ არხს”.