პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია, ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
კანდიდატებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს, ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი წლის ვადით გამწესდნენ.
დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ დასანიშნი არამოსამართლე წევრების ხუთკაციანი კვოტა შევსებულია.
სესიაზე დეპუტატების მხარდაჭერა რუსუდან კვინიკაძემ და ნინო ნიშნიანიძემ ვერ მოიპოვეს.