კალაძე – ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ერთი ჩახდილი დარბოდა, შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება – მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე
“როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია, შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „გირჩი- მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ შექმნილი ახალი პროექტის, „მონა.ჯი-ზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და მოქმედებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია, შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. ერთი ჩახდილი დარბოდა, შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე“, – აღნიშნა კალაძემ.