გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით აუცილებლად გამოვა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე განმარტავს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც ოპოზიციას მიმართა, რომ იმპიჩმენტის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.
„პრეზიდენტის ეს მოწოდება უშუალოდ ეკუთვნოდა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში არიან და ეს არ გულისხმობდა გარეთ დადგომას. გულისხმობდა იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც ამ პროცესის მიერ განწყობილები არიან ისე, როგორც პრეზიდენტი და ფიქრობენ, რომ ეს არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დადგნენ გარეთ და არ შევიდნენ დარბაზში“, – აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი სიტყვით აუცილებლად გამოვა, რადგან ამას პროცედურა ითვალისწინებს.
„პარლამენტიდან გუშინ დაგვიკავშირდნენ და პრეზიდენტი მოწვეულია, შესაბამისად, მას სიტყვით გამოსვლის უფლება ექნება”, – განაცხადა მსხილაძემ.