პრეზიდენტი თავისი ქმედებით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა – მამუკა მდინარაძე
“პრეზიდენტი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა თავისი ქმედებით და ასევე იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთოდ არ ცნობს’, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე არ დაიშურა შეურაცხმყოფელი სიტყვები საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც დღესა და ღამეს ასწორებდნენ, განსაკუთრებით მისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომ ის საქართველოს პრეზიდენტად არჩეულიყო. მის წინასაარჩევნო კამპანიაში რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა, ნული იყო შანსი, იმდენად არ ჰქონდა ამ ადამიანს საკუთარი ავტორიტეტი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.