მიხეილ დაუშვილი: პრეზიდენტის მოწოდებას გავითვალისწინებთ, “საქართველოსთვის” იმპიჩმენტის პროცედურაზე კენჭისყრას არ დაესწრება

პარტიის “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ პარტია გაითვალისწინებს პრეზიდენტის თხოვნასა და მოწოდებას და იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას არ დაესწრება.

დაუშვილის თქმით, იქამდე მათ სწორ ნაბიჯად კენჭისყრის პროცესში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მიაჩნდათ.

“სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით საკუთარი წინააღმდეგობის, პოზიციის გამოხატვა, ეს მიგვაჩნდა ჩვენ სწორად. რაც შეეხება გუშინდელ, ასე დავარქვათ, თხოვნას თუ მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას გავითვალისწინებთ. მე პირადად, არ ვიცი, მას რა გეგმა აქვს, რა ამოცანაა აქვს და ეს რატომ სურს”, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები