„ვარაუდი არსებობს, რომ ისინი წინასწარვე განწყობილნი იყვნენ, რათა ამ პოზიციისთვის მხარი არ დაეჭირათ“ – გივი მიქანაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეზე

„ვარაუდი არსებობს, რომ ისინი წინასწარვე განწყობილნი იყვნენ, რომ ამ პოზიციისთვის მხარი არ დაეჭირათ, მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის განმავლობაში არაერთი მტკიცებულება და არგუმენტები მოისმინეს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეზე საუბრისას განუცხადა.

„როგორც ჩანს, მათი მიზანი კონკრეტულ სამართლებრივ დოკუმენტში ვერ იკვეთება და ამ დრომდე უწევთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაასაბუთონ ეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ 3 მოსამართლე ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები