ანრი ოხანაშვილი: იურიდიულად წარმოუდგენელია, ასეთი ღია და ფაქტებით გამყარებული დარღვევის დროს დაწერო, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„იურიდიულად წარმოუდგენელია, ასეთი ღია და ფაქტებით გამყარებული კონსტიტუციის დარღვევის დროს დაწერო, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. როგორც ჩანს, მარტივია ამის ვერბალურად გაჟღერება და თქმა, რომ ისინი (სამი მოსამართლე) არიან განსხვავებულ აზრზე, თუმცა წარმოუდგენელია, რა უნდა დაიწეროს. მე აღარ მინდა, შევიდე შეფასებაში, თუმცა, შეიძლება არსებობდეს ვარაუდი, რომ ახლა ხდება ფიქრი იმაზე, რა შეიძლება, დაიწეროს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.