პაატა მანჯგალაძე: არ მგონია, პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ შარლ მიშელთან შეხვედრის გამო პრეზიდენტი უნდა დავსაჯოთ

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

მანჯგალაძის აზრით, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა ვერ შეგროვდება.

“მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი და ვიცოდი, საკონსტიტუციოზე რა იქნებოდა, არ მგონია, რომ 100 ადამიანი იყოს პარლამენტში, რომელიც იტყვის, რომ იმის გამო, რომ შარლ მიშელს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი, ამით დაარღვია კონსტიტუცია და ის უნდა დავსაჯოთ”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები