გიორგი ვოლსკი: პროფესიონალი იურისტების ვერცერთი თავყრილობა ვერ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას

“პროფესიონალი იურისტების ვერცერთი თავყრილობა ვერ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი.

ვოლსკის თქმით, მისთვის საინტერესოა სამი მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება, რომლებმაც პლენუმის გადაწყვეტილება არ გაიზიარეს.

“ფაქტია, რომ 52-ე მუხლი დარღვეულია. პროფესიონალი იურისტების ვერცერთი თავყრილობა ვერ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. აი, ამ სამს რა აქვს განსხვავებული, ძალიან მაინტერესებს. ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ, რომელიც პრეზიდენტის ვოიაჟს საქართველოსთვის პოზიტიურ მოვლენად განიხილავს, ან კონსტიტუცია უნდა უარყოს, ან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თავისი მოსაზრება უნდა გამოთქვას”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები