მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე”: უკვე მნიშვნელობა არ აქვს, როგორ კრავენ წიხლს ერთმანეთს, მთავარი ისაა, რომ შეუძლებელი გახდა ამ დაჯგუფების არსებობაც

“უკვე მნიშვნელობა არ აქვს, როგორ კრავენ წიხლს ერთმანეთს ამ პარტიის პოლიტიკური დაჯგუფებები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიასა და ბაჩო დოლიძის შესაძლო გარიცხვის საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

სარჯველაძის თქმით, ფაქტია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ცალკეული ადამიანების ერთობლივი მუშაობა შეუძლებელი გახდა.

“უკვე მნიშვნელობა არ აქვს, როგორ კრავენ წიხლს ერთმანეთს ამ პარტიის პოლიტიკური დაჯგუფებები. მთავარი ისაა, რომ ურთიერთობები იმ დონემდე დაიძაბა, რომ იქ შეუძლებელი გახდა არათუ ცალკეული ადამიანების ერთობლივი მუშაობა, არამედ, პრაქტიკულად – ამ დაჯგუფების არსებობაც. ამიტომ, აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, გარიცხავენ, თუ არ გარიცხავენ, მანამდე დაასწრებს გავა, თუ რას იზამს”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები