დღეს გახდება ცნობილი, როდის გაიმართება იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა
დღეს გახდება ცნობილი, როდის გაიმართება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა.
აღსანიშნავია, რომ იმპიჩმენტს მხარს უმრავლესობის 84 და ევროპელი სოციალისტების 4 დეპუტატი უჭერს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარს არ დაუჭერს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მოგროვდება, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, ვისაც ვადის ამოწურვამდე იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ.