პრეზიდენტი: პარლამენტში მივალ – იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე მივა.

ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ „ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ“ გარეთ დადგნენ.

„პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო, ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ, მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობ, რომ ქვეყანაში არსებობს დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები