სალომე ზურაბიშვილი: დღეს, ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს 

დღეს, ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ქვეყანაში დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი აღარ დარჩა.

„დღეს, ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც კიდევ გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა – ეს სასამართლო. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო, რომელიც მას უნდა რცხვენოდეს. ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა კიდევ ერთხელ გარკვეულწილად საკუთარი რეპუტაცია უფრო, ვიდრე საკონსტიტუციოსი. ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებაა, იმ დროს როცა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი არის ასეთი დამახინჯებული და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთისა – პრეზიდენტისა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები