გიორგი კახიანი – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: პოლიტიკური თვალსაზრისით, პრეზიდენტისთვის ეს ძალიან მძიმედ სატარებელი ტვირთი იქნება
თუ ეს პროცესი არ დასრულდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტით, ბუნებრივია, იგი თავის უფლებამოსილებას გააგრძელებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
“პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლებლობაც რჩება, ოღონდ იმ კონსტიტუციური დათქმის გათვალისწინებით, რომ მას ამისთვის მთავრობის თანხმობა სჭირდება. სალომე ზურაბიშვილს ეცოდინება, რომ კონსტიტუცია დაარღვია და ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ძალიან მძიმედ სატარებელი ტვირთი იქნება მისთვის, რადგან პრეცედენტი შექმნა, როდესაც პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ეს სასამართლომ აღიარა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა “ქრონიკის” ეთერში.