გიორგი კახიანი: არის მცდელობა წარმოაჩინონ, თითქოს იმპიჩმენტის პროცესი შეიძლება გახდეს ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე რაღაც შემაფერხებელი ფაქტორი და სპეკულაციებს აქვს ადგილი

,,არის მცდელობა წარმოაჩინონ, თითქოს იმპიჩმენტის პროცესი შეიძლება გახდეს ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე რაღაც შემაფერხებელი ფაქტორი და სპეკულაციებს აქვს ადგილი. ამ პროცესის პოლიტიკურად სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. არანაირად. ეს არის ჩვეულებრივი, ჯანსაღი, სამართლებრივი, კონსტიტუციური პროცესი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც კონსტიტუცია ირღვევა ბუნებრივია მას უნდა რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ამ პროცესს სამი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ადევნებდა საზოგადოება თვალს და როდესაც კონსტიტუცია ირღვევა ბუნებრივია მას უნდა მოჰყვეს რეაგირება. არ შეიძლება ეს დემოკრატიული პროცესი რამენაირად დამაბრკოლებელი იყოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ საერთოდ სხდომაზე არ შევალთ და კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობასო. რამდენად შეურაცხმყოფელია მათი ეს დამოკიდებულება თავიანთი ფრაქციის წევრების მიმართ. როგორც ჩანს ფრაქციის ხელმძღვანელობა უკრძალავს ფრაქციის წევრებს სხდომის დარბაზში შესვლას, ალბათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ენდობიან თავიანთი ფრაქციის წევრებს. სხვა რა შეიძლება იფიქრო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები